თეგებით ძიება

რა გვაბედნიერებს? - გაიგეთ კარგი ცხოვრების ფორმულა

კარგი ცხოვრებისთვის არსებობს ფორმულა - სიყვარულის, მუშაობისა და ფსიქოლოგიური ადაპტაციის ნაზავი? ჰარვარდის მკვლევარები ამ საკითხს 72 წლის განმავლობაში იკვლევდნენ.

გაკვეთილები, რომლებსაც სიცოცხლის ბოლომდე ვსწავლობთ:

შეხვდით გამოწვევებს ჯანსაღი ადაპტაციით. ყველას აქვს სირთულეები.

ზოგიერთი ჩვენგანი არაჯანსაღად, გაუაზრებლად და ნევროზულად იქცევა - ამწვავებს პრობლემებს - ფიქრობს ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე, აგრესიულია და თავს გარიყულადაც გრძნობს. ყველაზე ჯანსაღი ადაპტაცია გულისხმობს ალტრუიზმს, იუმორს, დისკომფორტის მოლოდინს, კონფლიქტის თავიდან აცილებასა და სუბლიმაციას (განცდებისთვის გამოსავლის პოვნა).

ემოციური კრიზისები, სულიერი ტკივილი იმ უნებლიე სილამაზის „ანალოგურია“, როგორც ხამანწკი ქმნის მარგალიტს, როცა ის ქვიშის გამაღიზიანებელ მარცვალს უმკლავდება. ადამიანებიც, გამაღიზიანებელ მოვლენასთან შეჯახებისას, არაცნობიერად, თუმცა ხშირად შემოქმედებითად იქცევიან.

50-75 წლის ასაკში ცხოვრება უმჯობესდება, თუ პიროვნებაში იზრდება ალტრუიზმი და იუმორი, ხოლო ნეგატიური არაჯანსაღი ქცევები იკლებს.

რეგულარული ვარჯიში ფსიქიკურ ჯანმრთელობას უფრო აუმჯობესებს, ვიდრე ფიზიკურ ჯანმრთელობას.

ურთიერთობების წესი! ეს არის სოციალური უნარი და არ მოითხოვს ინტელექტუალურ „ბრწყინვალებას“, რაც მშვიდ სიბერეს განაპირობებს.” თბილი ურთიერთობები აუცილებელია არა მხოლოდ დედ-მამასთან ან და-ძმასთან, ასევე მნიშვნელოვანია სხვა ადამიანებთან.

მადლიერება და სიხარული, დროთა განმავლობაში, უკეთეს ფიზიკურ ჯანმრთელობასაც განაპირობებს.

სიბერე გაცილებით ნაკლებად საშიშია, ვიდრე ადამიანები ფიქრობენ. ასაკის მიუხედავად, ისიამოვნეთ ზუსტად იმ გარემოებაში, სადაც ახლა ხართ.

ისიამოვნეთ იატაკზე ბინძური სარეცხის დაგროვებით, რომლებიც შვილებმა და შვილიშვილებმა დატოვეს, როცა ისინი გსტუმრობენ და შემოაქვთ თავიანთი არეულობა!

დაბერება ისეთივე სასიამოვნოა, როგორც ახალგაზრდობა. მოგონებებთან ერთად, ნაოჭების გაჩენაც სახალისოა.

სრული ბედნიერებისთვის სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია. ბედნიერება სიყვარულია. სულ ეს არის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა