თეგებით ძიება

იმისთვის, რომ დიასპორის წარმომადგენლებმა ქვეყნის პროცესებში ჩართულობა იგრძნონ, ორი რამ არის საჭირო - სალომე ზურაბიშვილი

იმისთვის, რომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ქვეყნის პროცესებში ჩართულობა იგრძნონ, ორი რამ არის საჭირო - მათთვის პარლამენტში წარმომადგენლის გამოყოფა და არჩევნებში მათი მონაწილეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, თუ ქვეყანაში ელექტრონული არჩევნები დაინერგება, ეს უცხოეთზეც უნდა გავრცელდეს და დიასპორის წევრები საარჩევნო სიებში უნდა დარეგისტრირდნენ.

„იმისთვის რომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ქვეყნის პროცესებში ჩართულობა იგრძნონ, ორი რამ არის საჭირო. ერთია ის, რომ მათთვის პარლამენტში ერთი წარმომადგენელი მაინც იყოს გამოყოფილი. ამისთვის აუცილებელი არ არის, რომ კანონმდებლობა შეიცვალოს. ყველა პარტიამ, რომელსაც პარლამენტში თავისი წარმომადგენლობა ჰყავს, საკუთარ სიაში, ოღონდ არა ბოლოში, დიასპორის ერთი წარმომადგენელი ჩაწეროს. ამით ეს საკითხი მოიხსნება და მათ ეცოდინებათ რანაირად და როგორ დაიცვან საკუთარი თანამემამულეები სხვადასხვა ქვეყნებში", - განაცხადა ზურაბიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა