თეგებით ძიება
27. 05. 2023 ბიზნესი

ენერგოეფექტიანობის სტანდარტები მშენებლობის ფასს 10%-მდე გაზრდის - ლევან ვეფხვაძე

1 ივლისიდან ძალაში შედის ენერგოეფექტიანობის მინიმალური სტანდარტები, რომელიც ეხება ყველა ახალ შენობას, განურჩევლად საკუთრების ფორმისა. თუ კერძო ან საჯარო დანიშნულების შენობა 50 კვადრატულ მეტრზე მეტია, მან ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.

აღნიშნული რეგულაციის ძალაში შესვლის შემდეგ ბიზნესი მშენებლობების გაძვირებას მოელის. როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე განმარტავს, ძირითადად გაძვირდება ის მშენებლობები, სადაც კომპანიები ენერგოეფექტიან მასალებს აქამდე არ იყენებდნენ.

"იმის თქმა, რომ ეს ცვლილებები ბაზარზე გავლენას არ იქონიებს, არ იქნება მართალი. შეიძლება ენერგოეფექტიან მასალებს გარკვეული კომპანიები ისედაც იყენებდნენ და იქ შედარებით ძვირი იყო საცხოვრებელი ფართი, თუმცა იყო შენობები, ვისაც არ ჰქონდა მსგავსი სტანდარტების მშენებლობა, ის შედარებით იაფი იყო. ახლა მინიმალური სტანდარტი შემოდის ყველასთვის და გარკვეულ გავლენა ბუნებრივია იქნება.

რთულია თქმა, ეს იქნება 5-10% თუ 15%, თუმცა გარკვეული შეფასებები უკვე არსებობს. როგორც ვიცი, 5-10%-მდე  გავლენას მოახდენს საბოლოო ფასზე, რომელიც საბოლოო ჯამში მაინც მომხმარებლის გადასახდელი იქნება, თუმცა მომხმარებლისთვის გასათვალისწინებელია, რომ გაგრილება/გათბობის ნაწილში გარკვეული შეღავათი ექნება“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

წყარო - BM.GE


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა