თეგებით ძიება

ენერგოეფექტიანობის სტანდარტები მშენებლობის ფასს 10%-მდე გაზრდის - რას ამბობს ბიზნეს ასოციაციის დირექტორი?

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე შენობის ენერგოეფექტიანობის მინიმალური სტანდარტების შესახებ ახალ რეგულაციას ეხმაურება, რომელიც 1 ივლისიდან შედის  ძალაში. 

ვეფხვაძის განმარტებით, აღნიშნული რეგულაციის ძალაში შესვლის შემდეგ ბიზნესი მშენებლობების გაძვირებას მოელის. მისი თქმით, ძირითადად გაძვირდება ის მშენებლობები, სადაც კომპანიები ენერგოეფექტიან მასალებს აქამდე არ იყენებდნენ.

„იმის თქმა, რომ ეს ცვლილებები ბაზარზე გავლენას არ იქონიებს, არ იქნება მართალი. შეიძლება ენერგოეფექტიან მასალებს გარკვეული კომპანიები ისედაც იყენებდნენ და იქ შედარებით ძვირი იყო საცხოვრებელი ფართი, თუმცა იყო შენობები, ვისაც არ ჰქონდა მსგავსი სტანდარტების მშენებლობა, ის შედარებით იაფი იყო. ახლა მინიმალური სტანდარტი შემოდის ყველასთვის და გარკვეულ გავლენა ბუნებრივია იქნება.

რთულია თქმა, ეს იქნება 5-10% თუ 15%, თუმცა გარკვეული შეფასებები უკვე არსებობს. როგორც ვიცი, 5-10%-მდე  გავლენას მოახდენს საბოლოო ფასზე, რომელიც საბოლოო ჯამში მაინც მომხმარებლის გადასახდელი იქნება, თუმცა მომხმარებლისთვის გასათვალისწინებელია, რომ გაგრილება/გათბობის ნაწილში გარკვეული შეღავათი ექნება“,- აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

ცნობისთვის, 1 ივლისიდან ძალაში შედის ენერგოეფექტიანობის მინიმალური სტანდარტები, რომელიც ეხება ყველა ახალ შენობას, განურჩევლად საკუთრების ფორმისა. თუ კერძო ან საჯარო დანიშნულების შენობა 50 კვადრატულ მეტრზე მეტია, მან ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. მთავრობის შესაბამისი დადგენილება განსაზღვრავს, როგორი უნდა იყოს მაგალითად, შენობის კონსტრუქცია, სახურავი, კედლები და კარ-ფანჯრები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა