„ხათრით მაინც იფრინეთ, რუსეთუმეებად თავდადებულნო!..“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე?
ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოსკოვიდან პირდაპირი რეისი თითქმის ცარიელი ჩამოფრინდა.
„ფიფრინავ აზიმუტს ტყუილი ხარჯი აქვს ხალხო, ტიტლიკანა დაფრინავს აქეთ-იქით. ხათრით მაინც იფრინეთ რუსეთუმეებად თავდადებულნო, ცარიელი სიტყვები რომ ხართ.
უკეთესი დილამშვიდობისა არც კი ვიცი.
სიხარული ჩვენს გულებს და თავმოყვარეობას ქართველებო“, - წერს ფანჯიკიძე.
რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინიციატივით აღდგა.