თეგებით ძიება

რუსეთის ბანაკში ყოფნა და სახელმწიფოს შენარჩუნება არ არსებობს - გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ რუსეთის ბანაკში ყოფნა ვასალობას ნიშნავს.

"რასაც ყველანი ვნახავთ და რაც საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ არის ის, რომ 150 და 100 წლის წინაც ისევე, როგორც დღეს, რუსეთის მოკავშირეობა, რუსეთის ბანაკში ყოფნა და სახელმწიფოს შენარჩუნება არ არსებობს, ეს ნიშნავს ვასალობას. ყველა, ვინც გვეუბნება, რომ დავლაგდებით და მათ ბანაკში ვიქნებით, უსინდისოდ გვატყუებს. ეს რეალურად, სახელმწიფოებრიობაზე უარის თქმას გულისხმობს, ასევე თაობების სისხლისღვრისთვის გაწირვას, ჯოჯოხეთის ჭაობში ყოფნას. ამას ლაპარაკობდნენ ჩვენი მამები და დედები, ის ხალხი, ვინც ამ პუტინისტებს ზოგჯერ დროშად ჰყავთ აფარებული, ილია ჭავჭავაძე და ვაჟა ფშაველა. რეალურად, სწორედ მათ შინაარსს უპირისპირდებიან. თქვენ ნახავთ საოცარ მსგავსებას საქართველოს დეკლარირებული მტრების, რუსეთის და ჩვენი დღევანდელი მთავრობის სინქრონულობის. აქედან დასკვნა არის ერთადერთი - საქართველოს მომავალი აქვს მხოლოდ, თუ ის რუსეთს ჩამოშორდა. რუსეთთან ერთად მომავლის შანსი არ არსებობს. ამიტომაც, ამ პუტინისტური რეჟიმის დემოკრატიულად შეცვლის გარეშე ჩვენ არ გვაქვს შანსი, თავისუფლების სამშვიდობოს გავიდეთ და დაცული ვიყოთ, ქვეყანა იყოს ევროკავშირისა და ნატოს წევრი, რაც ჩვენი ისტორიული ამოცანაა",- განაცხადა ბოკერიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა