თეგებით ძიება
28. 05. 2023 მსოფლიო

წავიდეთ წინ, ვიდრე არ გავათავისუფლებთ მთელ უკრაინულ მიწას - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეო მიმართვისას უკრაინელ მებრძოლებს უკრაინის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

„დღეს ჩვენმა ქვეყანამ რუსეთის მიერ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა გამოიარა – ერთდროულად 54 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით. თითქმის ყველა მათგანი ჩამოგდებულია. ამ ტერორისტული თავდასხმის დროს რაოდენობრივად ყველაზე ძლიერი დარტყმა კიევის რეგიონს მიაყენეს. ასე აღნიშნავს რუსეთი ჩვენი უძველესი კიევის დღეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მთელი თავისი ისტორიის მანძილზე კიევმა სხვადასხვა დამპყრობლის სისასტიკე დაინახა, თუმცა ყველა მათგანს გადაურჩა.

„წავიდეთ წინ, ვიდრე არ გავათავისუფლებთ მთელ ჩვენს უკრაინულ მიწას. დავიცვათ ყველა ქალაქი. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ჩვენი ხალხი რუსული ტყვეობიდან თავიანთ ქალაქებსა და სოფლებში დავაბრუნოთ. დიდება ყველას, ვინც ზრუნავს ჩვენს ქვეყანაზე!“ – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა