თეგებით ძიება

"ერთადერთი ეროვნება მაქვს და ისიც უკრაინულია" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, თუ რა სამართლებრივი ნორმები ირღვევა მასთან მიმართებით. 

"რა სამართლებრივი ნორმები ირღვევა ჩემს შემთხვევაში: საქართველოს კანონმდებლობით ყველა პარლამენტის წევრს შეუძლია მომინახულოს ციხეში. უფლება უარყოფილია უკვე 6 თვის განმავლობაში. ასევე, ევროპარლამენტარებსა და აშშ-ს სენატორებს ჩემზე წვდომა შეუწყდათ. ერთადერთი ეროვნება მაქვს - და ისიც უკრაინელია. ორი სხვადასხვა უკრაინელი სახალხო დამცველი ჩემს ნახვას გასული წლის იანვრიდან ითხოვს - უშედეგოდ. ევროკავშირმა 27 ქვეყნის დემარშე გააკეთა, რომ ევროპელი ექიმები ჩემთან შემოუშვან. საქართველოს მთავრობა თანახმაა, მაგრამ 3 თვეა უარს ამბობს კონკრეტულ მიღების ნებართვებზე სხვადასხვა პრეცედენტებით, რაც ევროკავშირისთვის უპატივცემულობაა“, - წერს სააკაშვილი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა