საქართველოს რომელ ქალაქებში ღირს მიწა იაფი?
საქართველოს ქალაქებში მიწის საშუალო შეწონილი ფასის დინამიკა განსხვავებულია.
„თიბისი კაპიტალის“ კვლევის თანახმად, ყველაზე მაღალი ფასებით თბილისი გამოირჩევა, სადაც, 2022 წელს, მიწის საშუალო გასაყიდი ფასი 162 დოლარს გაუტოლდა. მას მოყვება ბათუმი, სადაც კვადრატული მეტრის ფასი 126 დოლარს შეადგენს. მესამე ადგილზე კი გუდაური იმყოფება 59 დოლარით.
ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, ყველაზე დაბალი ფასები გორში, თელავში და ზუგდიდში შეინიშნება. 2022 წელს ამ ქალაქებში საშუალო ფასი 10 დოლარზე ნაკლები იყო.
„2022 წელს ქალაქების უმეტესობაში მიწის ფასების წლიური ზრდა დაფიქსირდა. მათგან ყველაზე მაღალი ზრდით გამოირჩეოდა ქუთაისი, სადაც 2021 წელთან შედარებით საშუალო გასაყიდი ფასი 49%-ით გაიზარდა. თელავში 31%-იანი და თბილისში 24%-იანი ზრდა დაფიქსირდა,“- აღნიშნულია კვლევაში.
წყარო: bpn.ge