ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5919 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5823 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7824 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7764 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1271 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 31 მაისიდან შევა ძალაში.