ბათუმის სტადიონი მსოფლიო საუკეთესო საჯარო შენობების ნომინაციაზე წარადგინეს
ბათუმის სტადიონი მსოფლიო დაჯილდოებაში იღებს მონაწილეობას, სადაც საუკეთესო საჯარო შენობების კატეგორიაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. დაჯილდოება რამდენიმე დღეში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობა ავრცელებს.
ცნობისთვის, ბათუმის სტადიონმა უძრავი ქონების პროექტების პირველ ეროვნულ დაჯილდოებაზე - FIABCI-Georgia2022 წელს საუკეთესო საჯარო შენობების კატეგორიაში გაიმარჯვა, ამჯერად სტადიონი წარდგენილია მსოფლიო ჯილდოზე.