ხმის ამოღების შემთხვევაში ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა - ახალი დეტალები 16 წლის გოგოზე, რომელიც ბიძის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია (ვიდეო)
მარნეულში 16 წლის გოგო ბიძის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულია 50 წლის კაცი, რომელიც ცოლის ძმისშვილზე სისტემატურად ძალადობდა, მოზარდს ხმის ამოღების შემთხვევაში ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა. 16 წლის გოგო ახლა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.
მეზობლების თქმთ, ბიძა გოგოს სახლში ხშირად დადიოდა, თუმცა სექსუალური ძალადობის შესახებ მხოლოდ კაცის დაკავების შემდეგ გაიგეს.
ბრალდებულის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება მოზარდის ჩვენება და ის მოკლე ტექსტური შეტყობინებებია, რომელსაც გოგონა მის მეგობრებს უგზავნიდა და შემზარავ ამბებს უყვებოდა. დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს.