მიხეილ სააკაშვილმა ბევრი გააკეთა ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის - სალომე ზურაბიშვილი
"პრეზიდენტი გამსახურდია ევროპის მომხრე იყო, შევარდნაძემ NATO-ს და EU-ს ცნება პირველმა შემოიტანა, სააკაშვილმა ბევრი გააკეთა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის", - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"თავისი გათავისუფლებიდან და დამოუკიდებლობიდან, საქართველო ყოველთვის ისწრაფოდა ევროკავშირის ფასეულობებისკენ. ეს იყო 1992 წელს, 2008 წელს... ჩვენ არ ვედრებით იმ ფასს, რასაც დღეს უკრაინა იხდის ამის დასაძლევად, მაგრამ ჩვენც გადავიხადეთ სათანადო ფასი. საქართველოს მთავრობა ყოველთვის დამოუკიდებლობის დღიდან, მიისწრაფოდა ევროკავშირისკენ - პრეზიდენტი გამსახურდია იყო მომხრე ევროპისა, პრეზიდენტმა შევარდნაძემ პირველმა შემოიტანა ნატოს და ევროკავშირის ცნება, პრეზიდენტი სააკაშვილი იყო მომხრე და ბევრი გააკეთა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.
2012 წელს ახალი ხელისუფლება აირჩა ევროპული დღის წესრიგის საფუძველზე და ჩვენ მაშინ მივიღეთ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი, შეცვლილიყო კონსტიტუცია, სადაც ჩაირთო ევროინტეგრაცია, როგორც ერთ-ერთი არჩევანი საქართველოსი. მიუხედავად გამოწვევების, საქართველოს მოსახლეობას და ხალხს არასდროს უთქვამს უარი პროევროპულ კურსზე და საქართველოს ხალხი ყოველთვის მოითხოდა საქართველოს მთავრობისგან ამ ხაზის გატარებას", - ამბობს პრეზიდენტი.