რაკი შეუძლია შედარებით დაბალანსებულად ისაუბროს, საქართველოშიც იგივე გააკეთოს - მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში სიტყვით გამოსვლა შეაფასა და განაცხადა, რომ ხალხის რეაქციამ პრეზიდენტის შერბილებული ტონი უზრუნველყო.
“აქ სხვანაირი ლაპარაკი, ხოლო იქ შედარებით დაბალანსებული ლაპარაკი ერთი და იგივეა – არა აქვს მნიშვნელობა საქართველოს პარლამენტში გამოვა თუ სხვა ღონისძიებაზე. ჩვენი პარტნიორები ამ ყველაფერს ისმენენ. ამიტომ უნდა ვთხოვოთ, რაკი შეუძლია შედარებით დაბალანსებულად ისაუბროს, საქართველოშიც შეუძლია იგივე გააკეთოს.
ქართველ ხალხზე აქცენტირებას აკეთებდა, რაც გარკვეული მესიჯბოქსის ნაწილია, მაგრამ არა უშავს, მთავარია ყველა უმაღლესი ტრიბუნიდან ისმოდეს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.