თეგებით ძიება

სალომე ზურაბიშვილის გულწრფელობაში მაშინ დავრწმუნდებით, როცა სააკაშვილს და გვარამიას შეიწყალებს - ანი წითლიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანი წითლიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის გულწრფელობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში დარწმუნდება, თუ ის შეიწყალებს საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას.

"პრეზიდენტის გულწრფელობაში დავრწმუნდებით მხოლოდ მაშინ, როცა ის გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტს, შეიწყალებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გააკეთა ყველაზე მეტი და ახლა იმყოფება პატიმრობაში, როცა ის შეიწყალებს პოლიტიკურ პატიმარს ნიკა გვარამიას და თუ ქალბატონი პრეზიდენტი გულწრფელია თავის სიტყვებში, როცა საუბრობდა ევროპულ არჩევანზე და ქართველი ხალხის ურყევ ნებაზე, გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, მაშინ საქართველოს პრეზიდენტს აქვს ასევე ვალდებულება, რომ 12 რეკომენდაციის შესრულებაში შეიტანოს თავის წვლილი, ეს მას შეუძლია თუ გამოიყენებს უფლებას, რომელიც მას აქვს - შეიწყალებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელმაც გააკეთა ყველაზე მეტი ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და შეიწყალებს პოლიტიკურ პატიმარ ნიკა გვარამიას", - განაცხადა ანა წითლიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა