თეგებით ძიება

ვისაც ეგონა, რომ აქ ჩამოსვლისას შეიძლებოდა, რამე მეთქვა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ე.ი. არ მიცნობენ - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„როგორც იცით, ყოველთვის ვარ ოპტიმისტი და საერთოდ, ოპტიმიზმი ამართლებს. აქ გუშინ და დღეს ჩემი შეხვედრები მაძლევს იმედს, რომ შეიძლება, ვიყოთ ოპტიმისტები. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გამართულად გვაქვს და არაფერი გვაქვს გასაკეთებელი. ძალიან კარგად ვიცით, რა გვაქვს გასაკეთებელი. ყველას თავისი ადგილი და დანიშნულება აქვს ამ გზაზე. ყველამ თუ ყველაფერი გააკეთა, ძალიან დიდი შანსია, რომ გვცნონ და მოგვცენ ის, რაც ჩვენ ნამდვილად გვეკუთვნის“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განუცხადეს, რომ აპირებენ საქართველოში ჩამოსვლას. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში ვიზიტს ასევე აპირებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.

„ეს სამი ადამიანი თუ ჩამოდის ჩვენთან მომავალი თვეების განმავლობაში, ამ ექვს თვეში, ეს ნიშნავს, რომ საქართველოზე არ უთქვამთ უარი და ხედავენ, რამდენად მნიშვნელოვანია. ეს არ უნდა გამოვიყენოთ და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ამის გამო შეგვიძლია, „ცუდად მოვიქცეთ“. ეს არის ყველას გასაკეთებელი. დავამატებდი იმას, ვისაც ჰგონია ან ეგონა, რომ მე აქ ჩამოსვლისას შეიძლებოდა, რამე მეთქვა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ესე იგი, ჯერ არ მიცნობენ და ჯობია, გამიცნონ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა