თეგებით ძიება
01. 06. 2023 მსოფლიო

აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ, 300 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტს მიაწვდის

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უკრაინას დაახლოებით 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამატებით იარაღსა და აღჭურვილობას გაუგზავნის, რომელიც ქვეყანას რუსული საჰაერო თავდასხმებისგან თავდაცვაში დაეხმარება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში, აშშ პირველად მიაწვდის უკრაინას მართვად, ჰაერი-ჰაერი კლასის AIM-7 ტიპის რაკეტებს.

დახმარება ასევე მოიცავს საბრძოლო მასალებს უპილოტო საჰაერო სისტემებისთვის, რომელიც ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა აღწერა, როგორც ნაღმტყორცნების მსგავსი საბრძოლო მასალა, რომლის ჩამოგდება დრონებიდან არის შესაძლებელი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ ეს დახმარება არის „უაღრესად მნიშვნელოვანი და დროული და ამერიკული მხარდაჭერის უახლესი მაგალითი“.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა