კრაზანების ბუდის განადგურება აუცილებელია - რას ამბობს დიმიტრი მედვედევი?
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა ვოლგოგრადის რეგიონში ერთობლივი შეიარაღების პოლიგონზე ვიზიტისას განაცხადა, რომ კიევის რეჟიმი კრაზანების ბუდესავით უნდა განადგურდეს. მედვედევის განცხადებას „რია ნოვოსტი“ აქვეყნებს.
„ისინი უნდა განადგურდნენ, არა მხოლოდ მათი პირადი შესაძლებლობებით. აუცილებელია თავად კრაზანების ბუდის განადგურება - უნდა განადგურდეს რეჟიმი, რომელიც შეიქმნა უკრაინაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე იქიდან მოვა და მუდმივად მოგვიწევს ისეთი ოპერაციის განხორციელება, როგორსაც წელიწადზე მეტია ვატარებთ“ , - განმარტა მედვედევმა.
რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, სამშაბათს დილით უკრაინამ რვა თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით მოსკოვის სამიზნეებზე თავდასხმა სცადა.