თეგებით ძიება

"სახელი დედამ შეურჩია... მამას ჯერ არ უნახავს" - რა დააქვეს მიხეილ სააკაშვილის და ლიზა იასკოს შვილს?

უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტატ­მა, 32 წლის ლიზა იას­კომ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დაადასტურა, რომ ის დედა გახდა.

ბავშვის მამს ცი­ხე­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, 55 წლის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია.

ლიზა იას­კომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ისა­უბ­რა ბავ­შვის უკ­რა­ი­ნულ ფეს­ვებ­ზე და მას მა­მის უკ­რა­ი­ნუ­ლი გაგ­რძე­ლე­ბა უწო­და. იას­კოს პოს­ტში არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია თუ რო­დის და­ი­ბა­და მისი შვი­ლი, არც სქე­სი და არც ბავ­შვის სა­ხე­ლი უხ­სე­ნე­ბია. პე­რი­ო­დუ­ლად მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბო­და ფო­ტო­ე­ბი, რაც ლიზა იას­კოს ორ­სუ­ლო­ბას ადას­ტუ­რებ­და, თუმ­ცა ამ თე­მა­ზე ღიად არ­ცერ­თი მხა­რე არ სა­უბ­რობ­და.

რო­გორც Ambebi.ge-სთან ექ­სპრე­ზი­დენ­ტის გა­რე­მოც­ვი­დან წყა­რო ყ­ვე­ბა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ლიზა იას­კოს შვი­ლი 1 წლის არის, გო­გო­ნაა და მას ჟას­მი­ნი ჰქვია. სა­ხე­ლი გო­გო­ნას დე­დამ შე­ურ­ჩია.

გამოცემის წყა­როს ცნობითვე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მე­ო­თხე შვილს ჯერ­ჯე­რო­ბით არ იც­ნობს. რამ­დე­ნი­მე თვის წინ, სა­ნამ ლიზა იას­კო ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რებ­და შვი­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, წყა­რო გვიყ­ვე­ბო­და, რომ მათი გო­გო­ნა ძა­ლი­ან ჰგავ­და ბა­ბუ­ას, ლი­ზას მა­მას, ოლექ­სეი იას­კოს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია იას­კოს სა­ვა­რა­უ­დო ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ, ჯერ კი­დევ 2022 წლის თე­ბერ­ვალ­ში წერ­და, თუმ­ცა იქვე აკონ­კრე­ტებ­დნენ, რომ ქალს მუ­ცე­ლი არ ეტყო­ბო­და. ამ დროს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი 5 თვის და­კა­ვე­ბუ­ლი იყო. რამ­დე­ნი­მე თვე­ში ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმედ­მა“ სი­უ­ჟე­ტი მო­ამ­ზა­და ექ­სპრე­ზი­დენ­ტი­სა და ლი­ზას სა­ერ­თო შვილ­ზე, თით­ქოს კი­ევ­ში ბინა გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ შვი­ლიშ­ვილს გა­და­უ­ფორ­მა. თუმ­ცა მა­შინ ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დას არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

თე­ბერ­ვალ­ში უკ­რა­ი­ნულ­მა მე­დი­ამ გა­მა­ოქ­ვეყ­ნა სტა­ტია, სა­დაც წერ­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი იას­კოს და­შორ­და. "მან ორ­სუ­ლო­ბა მო­ი­გო­ნა. მი­შას და დე­და­მისს უთხრა, რომ ბავ­შვს ელო­დე­ბო­და. ამ­გვა­რად, აი­ძუ­ლა მას გა­და­ე­ღო ვი­დეო-აღი­ა­რე­ბა მათი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში წას­ვლამ­დე. რო­დე­საც გი­სო­სებს მიღ­მა აღ­მოჩ­ნდა, ვი­დეო თა­ვად გა­ა­სა­ჯა­რო­ვა" - გან­მარ­ტავს წყა­რო ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ახლო წრი­დან. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა მას შემ­დეგ დას­რულ­და, რო­დე­საც გა­ირ­კვა, რომ მი­შას მთე­ლი ქო­ნე­ბა დე­დის სა­ხელ­ზე იყო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ასე­ვე, წყა­როს ცნო­ბით, იას­კო ეჭ­ვი­ა­ნობ­და მის პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვილ­ზე ელის-მა­რი­ა­ზე, სთხო­ვა ბავ­შვის სუ­რა­თე­ბი სა­კან­ში არ ჰქო­ნო­და გა­მო­ფე­ნი­ლი. ახლა, როცა სა­ა­კაშ­ვი­ლი ცი­ხე­ში მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ლი­ზას ის თით­ქმის არ ახ­სოვს,“ - წერ­და strana.news.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი 2021 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ფა­რუ­ლად დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს. ის ქვე­ყა­ნა­ში არ ყო­ფი­ლა მას შემ­დეგ, რაც მისი მე­ო­რე საპ­რე­ზი­დენ­ტო ვადა 2013 წელს დას­რულ­და.

სააკაშვილის დაკავების შემდეგ გავრცელდა საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ლიზა იასკოს წინასწარ ჩაწერილი ვიდეო, სადაც წყვილი ერთად ყოფნის შესახებ საიბრობდა.

ცნობისთვის, სააკაშვილს სანდრა რულოვსთან ქორწინებიტან ორი ვაჟი ჰყავს. მას მომღერალ სოფო ნიჟარაძისგან ქალიშვილი ჰყავს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა