თეგებით ძიება

არასოდეს განსაჯოთ ადამიანები, რადგან არ იცით, როგორია მათი ცხოვრება და რას განიცდიან ისინი

საავადმყოფოში სასწრაფოდ შევიდა ექიმი, რომელიც გადაუდებელი ოპერაციის ჩასატარებლად გამოიძახეს. ტანსაცმელი გამოიცვალა და პირდაპირ საოპერაციო ბლოკისკენ წავიდა. მან პაციენტი ბიჭის მამა იპოვა, რომელიც ექიმის მოლოდინში ჰოლში იდგა. მისი დანახვისას მამამ დაიყვირა: „ამდენი დრო რატომ დაგჭირდათ მოსასვლელად? არ იცით, რომ ჩემი შვილის სიცოცხლე საფრთხეშია? არ გაქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა?”

ექიმმა გაიღიმა და თქვა: "ბოდიში, საავადმყოფოში არ ვიყავი და ზარის მიღების შემდეგ, მაქსიმალურად სწრაფად მოვედი და ახლა, მინდა დამშვიდდეთ, რომ მეც ჩემი საქმის შესრულება შევძლო".

"დავმშვიდდე?! თქვენი შვილი ახლა ამ ოთახში რომ ყოფილიყო, დამშვიდდებოდით? თუ თქვენი შვილი მოკვდება ექიმის მოლოდინში, მერე რაღას გააკეთებდით?” - თქვა გაბრაზებულმა მამამ.

ექიმმა კვლავ გაიღიმა და უპასუხა: „ღვთის წყალობით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და თქვენც ილოცეთ თქვენი შვილის გადასარჩენად.“

”რჩევების მიცემა ადვილია, როდესაც უადგილოა და არ მაინტერესებს,” – შფოთავდა მამა.

ოპერაციას რამდენიმე საათი დასჭირდა, შემდეგ კი ექიმი გახარებული გამოვიდა საოპერაციო ოთახიდან: „მადლობა ღმერთს! თქვენი შვილი გადარჩა!”

ის მამის პასუხს აღარ დალოდებია, მხოლოდ ეს უთხრა: „თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ, მედდას ჰკითხეთ“, და სირბილით განაგრძო გზა.

„რატომ არის ასეთი ამპარტავანი? რამდენიმე წუთს ვერ მოითმინა, რომ ჩემი შვილის მდგომარეობა მეკითხა“, - უთხრა მამამ მედდას, ექიმის წასვლიდან რამდენიმე წუთში.

ცრემლმორეულმა ექთანმა უპასუხა: „მისი ვაჟი გუშინ გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. ექიმი დაკრძალვაზე იმყოფებოდა, როცა მას თქვენი შვილისთვის ოპერაციის ჩასატარებლად დავურეკეთ. და ახლა, როცა მან გადაარჩინა თქვენი შვილის სიცოცხლე, ისევ საკუთარი შვილის დაკრძალვაზე გაიქცა”.

მორალი: არასოდეს განსაჯოთ ადამიანები, რადგან არ იცით, როგორია მათი ცხოვრება და რას განიცდიან ისინი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა