თეგებით ძიება

საქსტატი - მაისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.9 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.62 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-5.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-5.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-2.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-1.0 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (4.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.5 პროცენტი), თევზეული (1.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.0 პროცენტი)", - ნათქვამია ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა