"ამ კარგმა კაცმა ბოლო 14 თვეში 43 ქართველ მეომარს აუგო წესი" - რას წერს გიგა მაქარაშვილი?
სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და უკრაინელი სასულიერო პირის შესახებ წერს, რომელმაც 43 ქართველ მეომარს წესი აუგო.
"ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი უნდა გაგაცნოთ!
სახელად ბოგდანი ქვია, 40 წლის ხდება, ჰყავს მეუღლე და 2 ქალიშვილი.
ამ კარგმა კაცმა ბოლო 14 თვეში 43 ქართველ მეომარს აუგო წესი.
ყოველი პროცესიის მერე გამოდის სამოქალაქო სამოსით და ხშირად ცხარე ცრემლით დასტირის ბიჭებს.
ომს რომ მოვიგებთ აქაც და თქვენთანაც, პირველ რიგში საქართველოს სანახავად წამოვალო!
დიდება გმირ ერს", - წერს სამოქალაქო აქტივისტი.