თეგებით ძიება

"5 ივნისს გვაქვს ქორწილი მე და ჯარჯის..." - თათია შარანგია სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

ტელეწამყვანი, თათია შარანგია ქორწინდება. ინფორმაციას თავად ტელეწამყვანი ავრცელებს სოციალურ ქსელში.

"ჩემო საყვარელო მეგობრებო,

ალბათ გახსოვთ, თუ როგორ მინდოდა ჩემი დაბადების დღე თქვენთან ერთად აღმენიშნა… ვერ ვახერხებ, ძალიან მტკივა გული, მაგრამ ვიცი მაპატიებთ, რადგან გიზიარებთ სასიხარულო და საპატიო მიზეზს. 5 ივნისს გვაქვს ქორწილი მე და ჯარჯის, ვიწერთ ჯვარს და ვაწერთ ხელს. ღმერთს ვთხოვ ეს სიყვარული იყოს მარადიული და ოჯახი კი ქართული, ტრადიციული ღირებულებების მატარებელი. 

თქვენთან შეხვედრას კი აუცილებლად მოვაწყობ და ბედნიერებას ვიზეიმებ თქვენთან ერთად… სულ მალე", - წერს თათია შარანგია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა