თეგებით ძიება

ცხოვრება საჩუქარია, რომელიც უნდა დაფასდეს და არა ტვირთი

სამყაროს არ აღვიქვამ, როგორც საგნების კრებულს, არამედ როგორც უზარმაზარ და იდუმალ ორგანიზმს. მე ვხედავ სილამაზეს წვრილმანებში და ვპოულობ საოცრებას ყველაზე ჩვეულებრივ მოვლენებში. მე ყოველთვის ვეძებ ფარულ მნიშვნელობას, საიდუმლო გზავნილს. ყოველთვის ვცდილობ, გავიგო რა არის ცხოვრების საიდუმლო.

ვიცი, რომ ვერასდროს გავიგებ ყველაფერს, მაგრამ ეს არ მაჩერებს მცდელობაში. კმაყოფილი ვარ იმით, რომ ვარ მაძიებელი, მომლოცველი, არსად მიმავალ გზაზე მოგზაურ - ჰენრი მილერი.

სიყვარულმა არ იცის საკუთარი სიღრმე განშორების ჟამამდე - ხალილ ჯიბრანი.

მე ვცხოვრობ იმ მარტოობაში, რომელიც მტკივნეულია ახალგაზრდობაში, მაგრამ გემრიელია სიმწიფის წლებში - ალბერტ აინშტაინი.

ცოდნის ხელოვნება არის იმის ცოდნა, თუ რა უნდა დააიგნოროთ - რუმი.

ჭეშმარიტ სიყვარულში მიაღწევთ თავისუფლებას. როცა გიყვარს, თავისუფლებას ანიჭებ საყვარელ ადამიანს. თუ პირიქით ხდება, ეს არ არის ნამდვილი სიყვარული. ისე უნდა გიყვარდეს, რომ საყვარელმა ადამიანმა თავი თავისუფლად იგრძნოს.

ცხოვრების ნახევარს სხვების მოხიბვლაში ხარჯავ, მეორე ნახევარს - სხვების მიერ გამოწვეულ შფოთვაში. შეწყვიტე ეს თამაში. უკვე საკმარისად ითამაშე - რუმი

შამანს ჰკითხეს:

- რა არის შხამი?

- ყველაფერი, რაც ჩვენ გვჭირდება, არის შხამი. ეს შეიძლება იყოს ძალაუფლება, სიზარმაცე, საკვები, ეგო, ამბიცია, ამაოება, შიში, რისხვა…

მარტოობა ჩემთვის განკურნების წყაროა, რომელიც ჩემს ცხოვრებას ღირებულს ხდის. ლაპარაკი ხშირად ტანჯვაა ჩემთვის და მრავალი დღე მჭირდება ამაო სიტყვებისგან თავის დასაღწევად… არავინ არის მარტოხელაზე უფრო მგრძნობიარე ურთიერთობების მიმართ… - კარლ გუსტავ იუნგი.

ჩვენი შინაგანი სინათლის აღმოჩენა არა მხოლოდ გვაძლევს მიზნის დასახვის შესაძლებლობასა და მნიშვნელობას, არამედ გვეხმარება გავაცნობიეროთ, რომ ცხოვრება საჩუქარია, რომელიც უნდა დაფასდეს და არა ტვირთი. გახსოვდეს, ჩვენ ყველას გვაქვს ეს შინაგანი ღვთაებრივი ნაპერწკალი და როდესაც ჩვენს სინათლეს ვუზიარებთ სხვებს, გარშემო არსებულ სამყაროს გაბრწყინებაში ვეხმარებით - კარლ გუსტავ იუნგი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა