აშშ მხარს უჭერს უკრაინის გზას ნატოსკენ, მაგრამ ამჟამად ორიენტირებულია სამხედრო დახმარებაზე - თეთრი სახლი
''აშშ მხარს უჭერს უკრაინის გზას ნატოსკენ, მაგრამ ამჟამად ორიენტირებულია სამხედრო დახმარებაზე რუსი ოკუპანტების დასამარცხებლად'' - განაცხადეს თეთრ სახლში უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
"ჩვენ ერთგული ვართ ნატოს ღია კარის პოლიტიკის მიმართ. გადაწყვეტილებას იღებს ალიანსის 31 წევრი და კანდიდატი ქვეყნები. ეს არ შეცვლილა... მაგრამ ახლა ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ უკრაინის მხარდასაჭერად დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ და ეს არის ის, რასაც გავაგრძელებთ“, - განაცხადა თეთრი სახლში გამართულ ბრიფინგზე სპიკერმა, კარინ ჟან პიერმა.
ნატოს მოახლოებული სამიტის ფონზე, რომელიც ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება, ალიანსში უკრაინის გაწევრიანების თემაზე საუბარი ისევ განახლდა.
უკრაინის პრეზიდენტმა დღეს მკაფიო განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ თუ უკრაინა არ მიიღებს კონკრეტულ სიგნალს, როდის შეიძლება გაწევრიანდეს ალიანსში, ვილნიუსის სამიტში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს. ზელენსკის თქმით, მას ესმის ალიანსში გაწევრიანების შეუძლებლობა ომი მიმდინარეობისას, მაგრამ კიევისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია იმის მოსმენა, რომ უკრაინა ომის შემდეგ ნატოს წევრი გახდება.