ხელვაჩაურში ძმის მკლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა - რას ამბობს სასამართლო?
ხელვაჩაურში ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სთავაზობდა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, 2 ივნისს ხელვაჩაურში ძმამ ძმა სანადირო თოფით მოკლა.