მაისში 1.5% არის ინფლაციის დონე - ირაკლი ღარიბაშვილი
ინფლაციის დონემ მაისში შეადგინა 1.5%, რაც ძალიან კარგია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„რაც შეეხება ინფლაციას. მოგეხსენებათ, რომ ინფლაცია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ჩვენი მთავრობის და არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, მთავრობების და ზოგადად, მთელი მსოფლიოს ეკონომიკის. ინფლაციის დონემ მაისში შეადგინა 1.5%, რაც ძალიან კარგია. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ეს მოკლე ვადით მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს. აქვე, შედარებისთვის მინდა, გითხრათ, რომ თუ შევხედავთ რეგიონს, ან ევროპის ქვეყნების ავიღებთ, იქ ჯერ კიდევ ორნიშნა ინფლაცია აქვთ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ლიტვაში 15 %-მდე არის ინფლაციის დონე, პოლონეთში – 14.7%, ჩეხეთში – 12.7%, ბულგარეთში – 12%, რუმინეთშიც ანალოგიურად – 11%. ჩვენს სამეზობლოშიც საკმაოდ მაღალია ინფლაცია, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, მაგალითად ყაზახეთში – 16.8% და ა.შ", - განაცხადა ღარიბაშბილმა.