თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე ბომბია - რა ინფორმაცია ვრცელდება?
თბილისის საქალაქო სასამართლოდან ევაკუაცია განხორციელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე მივიდა შეტყობინება, რომ სასამართლოს ტერიტორიაზე ბომბია.
როგორც ცნობილია, დღეს ანალოგიური სახის შეტყობინება არაერთ დაწესებულებაში, მათ შორის, სკოლებშიც შევიდა.