თეგებით ძიება

„ცა და დედამიწა მათი ჰგონიათ, ყველაფრის უფლებას აძლევენ თავს“ - გოგა ჩანადირი „რეტროში“ მომხდარ ძალადობაზე

ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი რესტორან „რეტროში“, მფლობელის მხრიდან თანამშრომელზე ძალადობის ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.

„აი, ასე ძალადობენ სამსახურების უფროსები საკუთარ თანამშრომლებზე.

ცა და დედამიწა მათი ჰგონიათ, ყველაფრის უფლებას აძლევენ თავს. თანამშრომლების უმრავლესობა ხმას ვერ იღებს სამსახურის დაკარგვის შიშით და დაგროვილ სიბრაზეს ოჯახში აფრქვევს. ასე იკვრება ძალადობრივი წრე.

რესტრან "რეტროს" მეპატრონის ეს საქციელი ძალადობის, განუკითხაობის, თანამშრომელთა უპატივცემულობის კლასიკური მაგალითია.

მფლობელი თუ ხელმძღვანელი რომ ხარ, სამსახურის წარმატება თუ გინდა, თანამშრომლების ღირსება არ უნდა დაამცირო, მით უფრო, საჯაროდ“, - წერს ჩანადირი.

შეგახსენებთ, რომ რესტორან "რეტროს" ერთ-ერთი ხელმძღვანელი მიმტანის ცემის ფაქტზე წუხელ დააკავეს. დაკავებული კაცი ძალადობაში ბრალს თავად რესტორნის თანამშრომლებს სდებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა