თეგებით ძიება
06. 06. 2023 ვიდეო

ძლიერი წვიმა ყვარელში - სოფელ გავაზში საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაიტბორა (ვიდეო)

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაიტბორა.

ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე ფატმასური კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც სოფელში გზებისა და საცხოვრებელი სახლების დატბორვა გამოიწვია.

ადგილობრივების ინფორმაციით, ამ წუთისათვის პარალიზებულია სოფლის ცენტრალური ქუჩა, წყლით არის დაფარული გავაზის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია, დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა