თეგებით ძიება

"არ ვიცით რა მოუვიდა ბავშვს, ბებიის თვალწინ გული წაუვიდა" - გია ბარამიძის ცოლს შვილი გარდაეცვალა

პოლიტიკოს, გია ბარამიძის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. მის უკრაინელ მეუღლეს, ანნა ფილიპჩუკს შვილი გარდაეცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ვრცელდება.

"თანაგრძნობისთვის ყველას დიდი მადლობა მეგობრებო!

არ ვიცით რა მოუვიდა ბავშვს, (18 წლის ახლახან გახდა) ბებიის თვალწინ გული წაუვიდა, და სასწრაფოს ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა.

მიზეზებს გერმანიის შესაბამისი მხარის (სადაც ცხოვრობდნენ, და მარიას უმაღლესში უნდა ესწავლა) სისხლის სამართლის საქმეთა პოლიცია იძიებს.

უტარდება ექსპერტიზა და (როგორც გვითხრეს) პასუხი უახლოეს კვირაში უნდა გვქონდეს.

კიდევ ერთხელ ყველას უღრმესი მადლობა!", - წერს პოლიტიკოსი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა