რუსეთი მივიდა თავისი ჭეშმარიტი მიზნის ღიად გამოცხადების ეტაპამდე, რაცაა: უკრაინის განადგურება - ოლექსი დანილოვი
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებით რუსეთი ღიად აცხადებს თავის ნამდვილ მიზანს.
„რუსების მიერ კახოვსკას ჰესის განადგურება რუსული აგრესიის ძირეულად ახალი ეტაპია. მოხდა კრემლის ყალბი იდეოლოგიური კონსტრუქციის საბოლოო დემონტაჟი: „უკრაინის გათავისუფლება“, „ნაცისტების წინააღმდეგ ბრძოლა“, „მხოლოდ სამხედრო ობიექტების დაზიანება“ და დანარჩენი ბოდვითი, წმინდა პროპაგანდისტული და ტყუილი თეზისები. რუსეთი მივიდა თავისი ჭეშმარიტი მიზნის ღიად გამოცხადების ეტაპამდე - უკრაინის განადგურება, უკრაინელების მკვლელობა, ეკონომიკის განადგურება და მოსახლეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრუქტურების განადგურება. რუსეთისა და პუტინის ისტორიიდან გაქრობის გარდაუვალობის მოლოდინში, ყალბი ნიღბები აღარ არის საჭირო“, - დაწერა დანილოვმა „ფეისბუქზე“.
ცნობისთვის, უკრაინამ 6 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ხსენებული კაშხალი ააფეთქეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.