"ეს ქმედება კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რუსეთის სისასტიკეს უკრაინაში" - იენს სტოლტენბერგი კახოვკაზე
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში უკრაინაში კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებასთან დაკავშირებით წერს.
მისი თქმით, ეს ქმედება კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის სისასტიკეს უკრაინაში.
"კახოვკას ჰესის განადგურება ათასობით ადამიანს აყენებს საფრთხის ქვეშ და სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს. ეს აღმაშფოთებელი ქმედებაა, რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რუსეთის სისასტიკეს უკრაინაში", - წერს NATO-ს გენერალური მდივანი.
ცნობისთვის, უკრაინამ 6 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ნოვაია კახოვკას კაშხალი ააფეთქეს. ფაქტის გამო, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.
The destruction of the Kakhovka dam today puts thousands of civilians at risk and causes severe environmental damage.
This is an outrageous act, which demonstrates once again the brutality of #Russia’s war in #Ukraine. — Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) June 6, 2023