11 წლის გოგონა დარჩა, მეუღლეს 7 წლის წინ დაშორდა - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
27 წლის ქალს, რომელიც ყოფილმა მეუღლემ თბილისში მოკლა, 11 წლის გოგონა დარჩა.
გავრცელებული ინფორმაციით, მ.მ. ყოფილ მეუღლეს 7 წლის წინ დაშორდა.
მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი ხევში გადააგდო. პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული 31 წლის მამაკაცი დააკავა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნ.ლ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საკუთარ ავტომობილში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე - 1996 წელს დაბადებული მ.მ. თოკით გაგუდა. ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი, მეორე დღეს ნაქირავები ავტომობილის საბარგულში მოათავსა, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა და ხევში გადააგო. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ნ.ლ. მომხდარიდან მალევე დააკავეს“, - აცხადებენ შსს-ში.