თეგებით ძიება

ქმრის მიერ სასტიკად მოკლული 27 წლის მარიტას ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს

ხარაგაულში, ქმრის მიერ სასტიკად მოკლული 27 წლის მარიტა მაზიაშვილის ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც მოკლული ქალის ახლობლები "პირველებთან" ჰყვებიან, რომ როცა ისინი ქალს ეძებდნენ, ამ დროს ქმარი მისი ცხედრის მოშორებას ცდილობდა.

"მთელ ქვეყანას შევძრავდი, ფეხით ჩავიდოდი იქამდე, რომ მცოდნოდა. ქმარმა მოკლა და ხრამში გადააგდოო. 9 წელიწადი გაცილებულები იყვნენ და თუ აღარ უნდოდა, რაღას მოკლა. მამამისი შარშან, 5 დეკემბერს მოკვდა. დედამისი ემიგრაციაშია წასული. სახლი ჰქონდათ, ვალი დაედოთ და გაყიდეს. კონფლიქტზე არაფერი ვიცით. 3 წლის ჰყავდათ ბავშვი, რომ გაშორდნენ", - ამბობს გარდაცვლილის ნათესავი.

27 წლის გოგოს კლასელების თქმით, მარიტა მაზიაშვილს ისინი 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

"დაიკარგა 2-3 დღეა. კლასელები ყველა ვეძებდით. გავიგე, რომ გლდანის ციხეებთან იპოვეს. 10 წელი გაშორებული იყოო. არც მინახავს აქ მოსული ეს ბიჭი.

საზარელი დანაშაული თბილსში მოხდა - ირკვევა, რომ ქმარმა ცოლი ჯერ გაიტაცა, ავტომობილში გაგუდა, ორი დღის შემდეგ კი ცხედარის გადასამალად სხვა ავტომობილი იქირავა და გვამი გლდანის ხევში დატოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა