დოლარი კვლავ გაუფასურდა - რა ეღირება ლარი 7 ივნისს?
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 6 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6173 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც 6 ივნისს მოქმედებდა, 2.6209 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7992 ლარია. მაშინ, როცა 6 ივნისს მოქმედი კურსი 2.8023 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1217 ლარს შეადგენს.