თეგებით ძიება

ჩვენ არ დავტოვებთ, დავეხმარებით უკრაინას - ჯო ბაიდენი კახოვკის კაშხლის აფეთქებაზე

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირველი კომენტარი გააკეთა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაზე და თქვა, რომ შტატები დაეხმარება უკრაინას. 

"ჩვენ არ დავტოვებთ. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას", - თქვა ბაიდენმა.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი აგრძელებს სიტუაციის შეფასებას სამხრეთ უკრაინაში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, უკრაინამ 6 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ნოვაია კახოვკას კაშხალი ააფეთქეს. ფაქტის გამო, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა