კაცმა ცოლი მოკლა და დაანაწევრა - შემზარავი ისტორია, რომელმაც მსოფლიო შოკში ჩააგდო
პეტერბურგის კოლპინსკის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა სერგეი პეტუშკოვი, რომელმაც შემთხვევით მკვლელობის შემდეგ ცოლი დაანაწევრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც გაირკვა, მუხლი მკვლელობიდან გადაკვალიფიცირდა გაუფრთხილებლობით სიკვდილის მიყენებაზე, რითაც ბრალდებულმა პატიმრობა აიცილა.
„სასამართლომ დააკისრა სასჯელი გამასწორებელი შრომის სახით წელიწად-ნახევარი ვადით, სახელმწიფო შემოსავალზე ხელფასის 10%-ის გამოქვითვით. დაკავების დრო ჩაითვალა და შესაბამისად სასჯელი მოხდილად ითვლება. ნათქვამია შეტყობინებაში.გასული წლის მაისში პეტუშკოვი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამავდროულად, მამაკაცი ორი თვის განმავლობაში ვითომ გულდაწყვეტილი იყო და პოლიციასთან ერთად ცოლსაც „ეძებდა“. ცნობილია, რომ წყვილი ხშირად ჩხუბობდა და გასული წლის თებერვალში ოჯახის უფროსმა ქალს ხელი ჰკრა. მან თავი კედელს მიარტყა და ადგილზე გარდაიცვალა. ქმარმა ცხედარი დაანაწევრა და გადამალა.