თეგებით ძიება

ხელისუფლებას სურს ეროვნულ ბანკშიც კლანი ჩამოყალიბდეს - რომან გოცირიძე

სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმის მთავარი მოტივი არის საბოლოო კონტროლის დამყარება საქართველოს ფინანსურ სისტემაზე. სურთ ეროვნულ ბანკში ჩამოყალიბდეს ისეთივე კლანი, როგორიც არის სასამართლო სისტემაში, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საფინანსო სისტემაზე კონტროლის დამყარება არის „ქართული ოცნების“ სტრატეგიული ამოცანა, ამიტომ სურთ, ეროვნულ ბანკში წამყვანი პირები მხოლოდ ყოფილი მინისტრები და მოადგილეები იყვნენ.

„გადაწყვიტეს, დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებდა ეროვნულ ბანკში დამატებით მეოთხე ვიცე პრეზიდენტის პოსტის შემოღებას, რაც ემსახურებოდა იმას, რომ საბოლოოდ ჩაბეტონებულიყო ფინანსურ სისტემაში ისეთივე კლანი, როგორიც არის სასამართლო სისტემაში.

ეროვნულ ბანკში ფინანსური კლანის ფორმირება სჭირდებათ, რათა საბოლოოდ გააკონტროლონ მთელი საფინანსო სისტემა, მთელი ფინანსები ჩაიგდონ ხელში და მიჩქმალონ „ქართული ოცნების“ მთელი ფინანსური მაქინაციები. ერთ-ერთი მაგალითია „პროგრეს ბანკის“ დახურვა. ვერავინ გაიგო, როგორ გაჩნდა და როგორ გაქრა, არადა მისი დამფუძნებლები იყვნენ კახა კალაძე, ბიძინა ივანიშვილი და ვინმე ავანტიურისტი გავრილოვი", - განაცხადა გოცირიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა