"ლაჯანურჰესის" რეაბილიტაციისთვის ₾20 მლნ-ი დაიხარჯება
„ლაჯანურჰესზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტში 20 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდება.
ამ ეტაპზე ჰესის მესამე აგრეგატის რეაბილიტაციაა დაწყებული. დასრულების ვადად კი 2023 წელია განსაზღვრული.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე თითქმის სამი მეგავატით, 116 მგვტ-მდე გაიზრდება.
სემეკის ინფორმაციით, 2007 წლიდან 2022 წლის ჩათვლით ლაჯანურჰესის რეაბილიტაციის პროექტებში განხორციელებული ინვესტიციები 40 მილიონ ლარს აჭარბებს.