თეგებით ძიება

დასავლეთი მზადაა ყველაფერი გააკეთოს, რომ რუსეთი დედამიწის პირიდან წაშალოს - დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დმიტრი მედვედევი წერს, რომ მტერი და დასავლეთი მზადაა ყველაფერი გააკეთოს, რომ რუსეთი დედამიწიდან წაშალოს.

"მტერი დიდი ხანია გვპირდება დიდ კონტრშეტევას. და როგორც ჩანს, რაღაც უკვე დაიწყო. გასაკვირი არ არის, რადგან კიევის რეჟიმს არჩევანი არ აქვს. შეტევა უნდა. საჭიროა მიღებული ნადავლისა და იარაღის გამართლება. ბატონების იმედგაცრუება ზელენსკის და კომპანიას შეიძლება, დაუჯდეს არა მხოლოდ პოსტები, არამედ თავად სიცოცხლეც, მაგრამ ამ შემთხვევაში მტერი სწორად უნდა შევაფასოთ. კიევის რეჟიმი იძულებულია ასე მოიქცეს და ამით გაამართლოს დასავლური დახმარებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკელი აგენტები მათ ფულის ფლანგვაში დაადანაშაულებენ. კიევის რეჟიმს მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვს - ბოლომდე წავიდეს, ათასობით მობილიზებული სასიკვდილოდ გაგზავნოს“, - აღნიშნავს მედვედევი. 

ის კიევის რეჟიმს ნარკომანებად მოიხსენიებს.

"მტერი და დასავლური სამყარო, რომელიც მას მხარს უჭერს, მზადაა ყველაფერი გააკეთოს, რათა ჩვენი ქვეყანა დედამიწის პირიდან წაშალოს. ამიტომ, ახლა მთავარია მაქსიმალურად კონცენტრირება და ღირსეული პასუხის გაცემა. ჩვენს არმიას აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა ავიაციაში, ჯავშანტექნიკაში და მაღალი სიზუსტის იარაღში.. და, რა თქმა უნდა, მორალური სიმაღლე. ჩვენ უნდა შევაჩეროთ მტერი და შემდეგ დავიწყოთ შეტევა“, - წერს მედვედევი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა