რა თქვა სასამართლოზე ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა? - სასტიკი მკვლელობის დეტალები
ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა, ნიკოლოზ ლაჩაშვილმა, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა, განაცხადა, რომ პროკურორის მოთხოვნას ეთანხმება.
მოსამართლის კითხვაზე: „პროკურორი ითხოვს პატიმრობის გამოყენებას. ეთანხმებით?“, ბრალდებულმა განაცხადა: „რა თქმა უნდა.“
ცნობისთვის, 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილი ყოფილი ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მან 27 წლის მარიამ მაზიაშვილი მანქანაში ჯერ გაგუდა, კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, სხვა ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.