თეგებით ძიება

"შოკში ვარ... უნიჭიერეს მუსიკოსს დახმარება სჭირდება... ის ებრძვის მძიმე სენს" - სოფო ბედია მიმართვას ავრცელებს

მომღერალი, სოფო ბედია მიმართვას ავრცელებს და მუსიკოსზე წერს, რომელსაც საზოგადოების დახმარება სჭირდება.

"ყურადღება!

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, საიდან რა დავიწყო და არც მინდა ბევრი ვისაუბრო, უბრალოდ შოკში ვარ.

ჩემს მეგობარს, კარგ ადამიანს, უნიჭიერეს მუსიკოსს, კომპოზიტორს სოფი რაფაელას ჩვენი, თითოეული ადამიანის დახმარება ესაჭიროება.

გვიან გავიგე და გაიგო სხვებმა, რადგან სოფი ამ ყველაფერს მალავდა. ის ებრძვის მძიმე სენს, ერთგვარი კანის დაავადება, რომელსაც სჭირდება კარგი მკურნალობა. მედიკამენტები და თურქეთში ერთი ვიზიტი და სოფი იქნება კარგად.

სანამ შეეძლო თავად მკურნალობდა საკუთარი ხარჯებით, ახლა მას არანაირი თანხა და შემოსავალი არ გააჩნია. 

მოკლედ, თითო ლარი, მართლა თითო ლარიც მნიშვნელოვანია", - წერს სოფო ბედია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა