თეგებით ძიება
08. 06. 2023 სპორტი

"მადლობა, რომ კვარაცხელია გვაჩუქეთ… " - რა სიურპრიზი მოუწყო იტალიელმა ჟრნალისტმა ქართველ კოლეგას? (ფოტო)

იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, ნინა მამუკაძე-სორდინი იტალიელი კოლეგის მიერ გაკეთებულ სიურპრიზზე სოციალურ ქსელში წერს.

"ინსტაგრამზე შემომდის მესიჯი, ვხსნი და მხვდება სკუდეტოს ტატუს ფოტო, კვარას ხელმოწერით…

და მესიჯი…

“საღამო მშვიდობისა, ნინა, ეს ტატუ ჩემი გმირების და შენი, როგორც ჭეშმარიტი ქართველის პატივსაცემად….

მადლობა, რომ კვარაცხელია გვაჩუქეთ… მესამე სკუდეტოს ბედნიერება მომანიჭეთ. ის ჩემი რჩეული ფეხბურთელია”

ტატუ ნეაპოლელ ჟურნალისტ ანჯელო ოძელას ეკუთვნის. 

სიტყვების გარეშე დავრჩი…", - წერს ჟურნალისტი.

ცნობისთვის, "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიას შემადგენლობით 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მესამედ მოიგო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა