თეგებით ძიება

"სანის აღმოაჩნდა პლევროპნევმონია, სეფსისი... მართლა შოკში ვიყავი...იყავით ფრთხილად" - რას წერს თამუნა ყურაშვილი?

ექიმი, თამუნა ყურაშვილი მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ბავშვს სეფსისი სამი დღის განმავლობაში განუვითარდა.

"ზუსტად სამი კვირის წინ, გამთენიისას სანის მისცა სიცხე, მერე მთელი დღე არ ქონდა, საღამოს ისევ მისცა, სხვა სიმპტომები არ ქონდა. მეორე დღეს, პარასკევს წავიყვანე ექიმთან, მოუსმინეს ფილტვებს - არაფერი, პერიოდულად მუცელს იტკიებდა, სიცხე არ ქონდა. საღამოს ისევ მისცა სიცხე, ჩავთავლეთ სამდღიანი ვირუსი და მესამე დღეს ველოდით უკვე კარგად ყოფნას და დაგეგმილ სურამში წასვლას, შაბათს უკვე ცოტა შევშფოთდი, რადგან მოითენთა კიდეც და საღამოს სასწრაფო გამოვიძახე, სიცხის დამწევი არ შველოდა და გრილი ტილოთი ვუგდებდი სიცხეს. მოუსმინა სასწრაფოს ექიმმაც და ფილტვში ისევ არფერი იყო, მუცელი ტკიოდა. გადავწყვიტეთ გადაყვანა. ყველგან დარეკა სასწრაფომ. კლინიკებში ადგილი არ იყო, რას ვიზამდი, სასწრაფო გავუშვი და ჩემი მანქანით წავედით იაშვილში, რადგან მორიგე ქირურგი იქნებოდა და ექოსკოპიის გაკეთებაც შესაძლებელია ღამის 1 საათზე. 

სანი როცა 8 თვის იყო, მაშინაც მოგვიწია იაშვილში ყოფნა ორი კვირით ან ცოტა მეტი და ახლა, როცა მოროგე ექიმმა ნახა, ეგრევე იცნო სანი, მისი წონის პრობლემაც გაიხსენა და ძველი პერიპეტიები.

მოკლედ, სანის აღმოაჩნდა პლევროპნევმონია, სეფსისი - ამ სამ დღეში ათება უკვე ასტრალში იყო, ცე რეაქტიული ცილა 325 ქონდა. არც ხველა, არც სუნთქვის უკმარისობა, საერთოდ არაფერი  ჩივილი სასუნთქი სისტემის მხრიდან. მხოლოდ მუცლის ტკივილი. მართლა შოკში ვიყავი, ორ დღეში როგორ შეიძლება განვითარებულიყო ასეთი რამე, ასე სწრაფად, მერე მაკა თევზაძემ ამიხსნა, რომ ამ გაზაფხულის ვირუსები ერთ დღეშიც კი ასე რთულდება, პირველად ვხედავთ ასეთ სწრაფ გართულებასო. 

მართლა არ მახოვს პირველი დღეები, სანი რეანიმაციაში, სამი უძლიერესი ანტიბიოტიკის გადასხმა, უჭმელობა, გაუჩერებელი გადასხმები. 

სამ დღეში მომჯობინდა, ცრპ ჩამოვიდა, რენტგენზე სუულ ოდნავ გამოჩნდა მთლიანდ თეთრი ფილტვი. ამოვისუნთქეთ, მუცელში სითხემ დაიწია. და  ამ დროს ისევ დაიწყო სუბფებრილური ტემპერატურა, თითო ოროლა გამონაყარი შევამჩნიე და რა მოხდა? ამ ფონზე დაერთო ჩუტყვავილა, რეანიმაციქში, მოგეხსენებათ 21 დღეა ინკუბაციის პერიოდი და, სავარაუდოდ, ჰქონდა და იქ გამოვლინდა. ისევ აიწია ცრპ, ძლივს გამოჩენილი ფილტვის კონტური ისევ გაქრა, ანტიბიოტიკის გამოცვლა დაგვჭირდა უკვე სარეზერვოთი, მაგრამ სანი უკვე კარგად იყო ობიექტურად, ჭამა დაიწყო, თამაში. 

მე ღამე იქ ვიყავი, დღე მიწევდა სამსახურში გაქცევა, რადგან ორი თვის წინ ჩაწერილ და უცხოეთიდან ჩამოსულ პაცინტებს ვერ დავაღალატებდი, ხათო, თამრიკო და მარიამი იყვნენ ამ დროს სანისთან. ეს 20 დღე იყო სურეალიზმი, ასე მგონია, სხვა ცხოვრობდა ჩემს მაგივრად, რობოტივით  დავდიოდი სამსახური- საავადმყოფო, სახლში ერთი საქთი შერბენას თუ ვახერხებდი, სადაც გაგიჟებული ნოა მხვდებოდა, რომელიც ვერ მიხვდა, სად გავქრით მე და სანი. ვახოც რომ საავადმყოფოში იყო, სულ გადაირია, დაღრღნა რაღაცეები, პროტესტის ნიშნად აფუჭებდა ყველაფერს. როცა ვიდეოზარით ჩემი ხმა ესმოდა, ეკრანს ლოკავდა .

სანი ახლა კარგადაა, დერეფანში რომ გაისეირნა პირველად ეშმაკურად იცინოდა, ბედნიერი იყო, დღეს ალბათ გაგვწერენ. 

იყავით ფრთხილად, მეორე უკიდურესობა- აპ, აპ, აპ ანტიბიოტიკი ცუდია და მხოლოდ  ავადობის მეშვიდე დღეს უნდა დაინიშნოს, ეს მიდგომა ამ შემთხევევაში დამღუპველია. 

ძალიან დიდი მადლობა იაშვილის კლინიკას - ბატონ ვანიკო ჩხაიძეს, მაკა თევზაძეს( სანი აფრენს), ირინას, ექთნებს - ლიზას, ლაშას, გუჯას. ყველას, ვინც სანის დაეხმარა გამოჯანმრთელებაში, ასევე დიდი მადლობა კლინიკის დაცვის თანამშრომლებს. 

ცალკე ამბავია სანის დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ, როგორ აწვდიდა ხელს დიდი ადამიანივით კათრტერისთვის, როგორ ეუბნებოდა ექთნებს - სულ ეს  იყო? როგორ ემშვიდობებოდა- დროებით, არ მეტკინა, მადლობა. როც გვიჭირდა ვენის კათეტერის ჩაყენება ირინა ეუბნებოდა- სანი, იყავი რა ჩვეულებრივი  ბავშვი,წაგვართვი ხელი, იჩხავლე, იტირე და ასეთ რამეებს ნუ გვეუბნებიო.

ბოლოს  ამბობდა სისხლი არ მომდის და კარგად ვარო.

ვუბრუნდებით ადამიანურ ცხოვრებას, თურმე რა მაგარია ბანალური რუტინა. მთავარია ახლა სანიმ ახლა წონაში მატება დაიწყოს", - წერს თამნა ყურაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა