თეგებით ძიება
08. 06. 2023 ბიზნესი

რა ეტაპზეა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი?

„საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ძირითადი სამუშაოები დასრულებულია.

სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დღეისათვის დასრულებულია ყველა, 6-ვე გვირაბის მშენებლობა, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში ყველაზე გრძელი, ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი გვირაბი, რომლის სიგრძეც 8300 მ-ს შეადგენს. 3 გვირაბში უკვე მოძრაობს მატარებლები.

დარჩენილ 3 გვირაბში მიმდინარეობს მიღება-ჩაბარებისთვის მომზადების სამუშაოები. ასევე სრულად დამთავრებულია სამუშაოები ზესტაფონი-ხარაგაულის მონაკვეთზე.

„დასრულდა და ექსპლუატაციაში მიღებულია ძირულისა და ქვიშხეთის ახალი სადგურიც. რაც შეეხება დარჩენილ სამუშაოებს - ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქვიშხეთი- მოლითის მონაკვეთებზე მიწის ვაკისისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა. დაწყებულია ქვიშხეთის ქვესადგურის მშენებლობა. უახლოეს პერიოდში დაიწყება მოლითის სადგურის მშენებლობისა და ზესტაფონისა და მოლითის ქვესადგურების რეკონსტრუქციის სამუშაოები“, - წერია პარლამენტისთვის წარდგენილ სამთავრობო ანგარიშში.

რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც 2012 წლიდან მიმდინარეობს, ბოლო მონაცემებით, 2024 წელს სრულად უნდა დასრულდეს. პროექტის ბიუჯეტის 260 მილიონი შვეიცარიული ფრანკია. მისი დასრულების შემდეგ საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა 27-დან 48 მილიონ ტონამდე გაიზრდება.

პროექტის ძირითადი მახასიათებლებია:

სამშენებლო სიგრძე

• ახალი სარკინიგზო მონაკვეთი – 38 კმ.

• არსებული სარკინიგზო ხაზის რეკონსტრუქცია – 23 კმ

მაქსიმალური ქანობი: 17,5 % ნაცვლად არსებული 29 %-ისა

მრუდების მაქსიმალური რადიუსი – 400 მეტრი, ნაცვლად არსებული 200 მეტრისა.

წყარო: bm.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა