თეგებით ძიება

„ჯაბას და კიტოვანს ეგონათ, რომ შევარდნაძე მათ ჩამოიყვანეს, არადა მწარედ შეცდნენ“ - კონსტანტინე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

“ჩვენთან “ლაითად” და როყიოდ უყვართ თქმა, რომ სსრკ დაიშალა და ზოგი იმასაც ამატებს, ისედაც დაიშლებოდა, სულ რომ არ გეომაო.

მიმაჩნია, რომ სსრკ მაინც ფასადურად დაიშალა 1991 წლის ბოლოს. ნაწილობრივ დარჩა მისი “დიიფ სტეიტი”, სიღრმისეული სახელმწიფო, ხოლო მისი აქტორები დღემდე რევანშზე ოცნებობენ, რაც სსრკ-ს რესტავრაციას გულისხმობს. ეს წარმონაქმნი თითქმის 100-პროცენტიანად აკონტროლებს რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის ხელისუფლებებს, და სხვა სუბიექტებს თუ ვერ აკონტროლებს, თავისი საცეცები აქვს ყველა ყოფილ რესპუბლიკაზე.

იგი ეწევა ჰიბრიდულ ომებს, ეწევა “ნამდვილ” ომებსაც – მაგ. უკრაინაში, ქმნის კიბოსებურ, სიმსივნურ წარმონაქმნებს ყველგან (მაგალითად ღიად პრორუსული მოძრაობები, მედვედჩუკები უკრაინაში, პროყარაბახული ოპოზიცია სომხეთში, ისტორიის გამყალბებელთა ჯგუფები და ა.შ.)

ამიტომ ბევრმა ვერ გაიგო, რას ნიშნავდა ზვიადის სიტყვები 9 აპრილის მიტინგზე, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, “ბრძოლა ეხლა იწყებაო” და უჭირთ ასევე მერაბის წინასწარმეწტყველების გაგება, რას ნიშნავს დამოუკიდებლობის პერმანენტულად დაცვა.

დიახ, ამ საზარელ წარმონაქმნს თავისი პოლიტბიუროს დიადოხოსები დღესაც უნდა ჰყავდეს. ყველას სახელი და გვარი შესაძლოა არც ვიცოდეთ. მისი საბოლოო განადგურება დიდ ძალისხმევას, სამწუხაროდ სისხლს და მობილიზაციას მოითხოვს, მთელი მსოფლიოსგან, სხვათა შორის.

ამიტომ, როდესაც წერენ, რომ ზვიადი პუტჩისტებთან დამარცხდა, თანაც “სამოქალაქო ომში”, ეს მცდარი თეზისია. ზვიადის ხელისუფლება ფიზიკურად დაამხო სწორედ ამ “დიიფ სტეიტმა”, დაეხმარა რა პუტჩისტებს ყველანაირად. ეროვნულ ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ ამ წარმონაქმნის პირდაპირი აგენტები, მოსყიდულები, ასევე გაბრიყვებული, ანალიზის არც თუ ძლიერი უნარის მქონე ადამიანები, მათ შორის ბევრი კრიმინალიც.

იგივე სიღრმისეულმა სსრკ-მ ჩამოიყვანა საქართველოში ედუარდი. ჯაბას და კიტოვანს ეგონათ, რომ შევარდნაძე მათ ჩამოიყვანეს, არადა მწარედ შეცდნენ: შევარდნაძემ ჯაბა და თენგიზა ამავე საბჭოური “დიიფ სტეიტის” მხარდაჭერით ალაგმა. კაცი ისე გადადგა 2003 წელს, რომ კიდევ მათ ეფიცებოდა, თქვენიანი ვარო და იყო კიდეც”, - წერს კონსტანტინე გამსახურდია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა