საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2023 წლის I კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 13.7%-ით ნაკლებია - საქსტატი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის I კვარტალში 496.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 13.7%-ით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის IVკვარტლის მონაცემებს 53.3%-ით აღემატება.
„2023 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა პირველ ადგილზეა ნიდერლანდები - 239.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48.2%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება იაპონია - 63.2 მლნ. აშშ დოლარით (12.7 %) ხოლო მესამეზე აშშ - 54.7 მლნ. აშშ დოლარით (11%). ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 87.1%-ს შეადგენს.
2023 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელდა და 226.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 45.6%-ია. მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობის სექტორი - 90.7 მლნ. აშშ დოლარით (18.3%), ხოლო მესამეზე იმყოფება ტრანსპორტის სექტორი 43.3 მლნ. აშშ დოლარით (8.7%)”, - ნათქვამია ინფორმაციაში.