თეგებით ძიება

"კაცს უბრალოდ დაუყეფა ცუგამ, მან კი, ძაღლი მოკლა და გზა განაგრძო" - რას ამბობს შსს ემოციურ შემთხვევაზე?

თბილისში, ვაზისუბანში, ძაღლის მოკვლის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკი მოპყრობას გულისხმობს. 

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში „ფეისბუქ“ მომხმარებელმა დაწერა, რომ ვაზისუბანში, გამვლელმა ბავშვების თვალწინ ძაღლი მოკლა.

„ვაზისუბანში, დღისით მზისით, სკოლაში მიმავალი ბავშვების თვალწინ, მორბენალ კაცს უბრალოდ დაუყეფა ცუგამ, რომელიც გოგონას მოჰყვებოდა, ამან ამოიღო, ესროლა, მოკლა ძაღლი და გზა განაგრძო!!! ასეთი, ადამიანსაც არ დაინდობს! რა გჭირთ ასეთი, რა ტრავმა მოგყვებათ ცხოვრებაში, რომ ამხელა სისასტიკეს სჩადიხართ! საწყალი ცუგო შეეწირა. საჩივარი შეტანილია... საკადრისად უნდა დაისაჯოს! მთელი უბანი მოვითხოვთ!“, - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა