2023 წლის ხუთ თვეში თბილისში მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ბინები გაიყიდა - G&T
Galt & taggart-ის ინფორმაციით, 2023 წლის მაისში უძრავი ქონების გასაყიდი ფასი წლიურად 26.8%-ით გაიზარდა დოლარში და 8.2%-ით ლარში, თუმცა თვიურად არ შეცვლილა.
პირველად ბაზარზე საშუალო გასაყიდი ფასი თბილისში 1,112 აშშ დოლარი იყო. ტრადიციულად ყველაზე ძვირი ბინები ვაკეში და მთაწმინდაზე იყო.
2023 წლის მაისში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა წლიურად 16.6%-ით გაიზარდა და 243.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაზეც ყველაზე დიდი გავლენა პირველად ბაზარზე გაყიდვებს ჰქონდა. 2023 წლის ხუთ თვეში თბილისში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
რაც შეეხება საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირას, მაისში წლიურად აშშ დოლარში 44.9%-ით, ხოლო ლარში 23.7%-ით გაიზარდა. წლიური ზრდის მაღალი ტემპების მიუხედავად, მაისში ქირა წინა თვესთან შედარებით შემცირდა.
მაისში ბინების გაყიდვები გაიზარდა წინა თვეში შემცირების შემდეგ. შედეგად თბილისში 3,650 ბინა გაიყიდა, რაც წლიური 2%-იანი და თვიური 35%-იანი ზრდაა. ორგანიზაციის შეფასებით, ამ ზრდის მიზეზი იყო პირველად ბაზარზე ბინების გაყიდვები, სადაც 2021 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე მეტი - 1,650 ბინა გაიყიდა [20% წ/წ]. მაისში გაყიდვების ზრდაში ყველაზე დიდი კონტრიბუცია შეიტანა გაყიდვებმა შემდეგ უბნებში - ვაშლიჯვარი [180% წ/წ], კრწანისი [47.7% წ/წ] და დიდუბე [19.1% წ/წ]. ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინებისა (51-80 მ2 ) და საშუალო/მაღალი კლასის სეგმენტების ($801 - 1,800) დომინირება.
წყარო: bm.ge